რაიკონენის მოქმედი კონტრაქტი საჯინიბოსთან მხოლოდ ერთ წელზეა გათვილი და სრულდება 2013 წლის დეკემბერში. ამით, ფინელმა გაამძაფრა ჭორები იმის თაობაზე, რომ ის, შესაძლოა, "რედ ბულში" წავიდეს კარიერის გასაგრძელებლად, მით უმეტეს, რომ ავსტრიული საჯინიბოს მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა რაიკონენი "წითელი ხარებისთვის" სასურველ პილოტად დაასახელა.
"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ კიმის, -
რატომ წარმოიშვა ასეთი საუბრები ახალ სეზონში მხოლოდ სამი რბოლის ჩატარების შემდეგ? ალბათ, ვინც ამის შესახებ ლაპარაკობს, გარკვეული პრობლემა გააჩნია. მაგრამ "ლოტუსში" არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა".
* * *
ამასობაში, გამოიკვეთა 2014 წელს "რედ ბულის" პილოტის მარკ უებერის კარიერის კონტურები. შეგახსენებთ, რომ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან კონფლიქტის გამო, ავსტრალიელის "რედ ბულიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.
იტყობინებიან, რომ მარკი უკვე დაუკავშირდა "პორშეს" წარმომადგენლებს და მათთან ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამოსვლის შესაძლებლობა განიხილა. უფრო მეტიც, თითქოს მან წინასწარი ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალები განიხილა გერმანულ გუნდთან. ეს ხელშეკრულება WEC-ის სარბოლო სერიაში გამოსვლას ითვალისწინებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამჯერად ზედმეტი სებასტიან ფეტელი აღმოჩნდა