"რედ ბულის" შემდეგ "მაკლარენის" გუნდშიც კონფლიქტი დაიწყო?

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრანპრის დროს სერიოზული მეტოქეობა ჰქონდათ ტრასაზე "მაკლარენის" პილოტებს - სერხიო პერესსა და ჯენსონ ბატონს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თანაგუნდელების ბოლიდებს შორის მცირე კონტაქტიც ვიხილეთ.

22 აპრილს ამ სიტუაციას კომენტარი გაუკეთა "მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მექსიკელსა და ბრიტანელს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

"მაკლარენის" შეფი აღნიშნავს იმ ჟინს, რომლითაც პერესი ტრასაზე იბრძვის. მისი სიტყვებით, სწორედ ამის წყალობით დაიკავა სერხიომ მეექვსე ადგილი ბაჰრეინის გრანპრიზე.

"არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ სერხიო უფრო მშვიდად უნდა მოიქცეს ტრასაზე,
რადგან სწორედ საბრძოლო ჟინი აძლევს მას გასწრებისა და რთულ სიტუაციაში ბრძოლის გაგრძელების საშუალებას, -
ამბობს უიტმარში. - მან შესანიშნავად იცის, რომ ზოგიერთ მის საქციელს ბატონი მწყობრიდან გამოჰყავს, მაგრამ ეს სერხიოს მშვიდ ძილში ხელს არ უშლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ღამის რბოლა ბაჰრეინში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული