მონრეალში წვიმს

AutoSharing Option
კანადის გრანპრი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო.

გუნდებმა მონრეალში უამრავი ტექნიკური სიახლე ჩაიტანეს, თუმცა ჩემპიონატის მონაწილეებს ამინდის მხრივ არ გაუმართლათ. პრაქტიკის წინ გაწვიმდა და პილოტებს სველ ტრასაზე მოუწიათ მუშაობა.

ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ საუკეთესო დრო აჩვენა "ფორს ინდიას" პილოტმა პოლ დი რესტამ. მასზე წამზე ნაკლები ჩამორჩენა დააფიქსირა ოთხმა პილოტმა: ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი"), რომენ გროსჟანმა ("ლოტუსი"), ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") და კიმი რაიკონენმა ("ლოტუსი").

კანადის გრანპრი
ჩატარების ადგილი: მონრეალი (კანადა)
წრის სიგრძე: 4.361 კმ
წრის რეკორდი: 1:13,622 (რუბენს ბარიკელო, 2004)

საერთო ჩათვლა
1.
ფეტელი (რედ ბული) - 107 ქულა
2. რაიკონენი (ლოტუსი) - 86
3. ალონსო (ფერარი) - 78
4. ჰემილტონი (მერსედესი) - 62
5. უებერი (რედ ბული) - 57
6. როსბერგი (მერსედესი) - 47
7. მასა (ფერარი) - 45
8. დი რესტა (ფორს ინდია) - 28

უქმეების განრიგი
7 ივნისი, 18:00 – I პრაქტიკა
7 ივნისი, 22:00 – II პრაქტიკა
8 ივნისი, 18:00 – III პრაქტიკა
8 ივნისი, 21:00 - კვალიფიკაცია
9 ივნისი, 22:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კანადის გრანპრის წინ: რას ვნახავთ მონრეალში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული