რუსები ფორმულა 1-ში

AutoSharing Option
სარბოლო ავტომობილების რუსულმა მწარმოებელმა  Marussia Motors-მა (”მარუსია მოტორსი”), რომელიც შოუმენმა და მრბოლელმა ნიკალაი ფომენკომ დააარსა, ”ფორმულა-1-ის” ახალბედას Virgin Racing-ის აქციების მსხვილი პაკეტი მოიპოვა.

ამ გუნდის ბაზაზე ფომენკო პრესტიჟული საერთაშორისო ავტორბოლებისთვის რუსული გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც 2011 წლიდან Marussia Virgin Racing -ის სახელწოდებას მიიღებს. გარიგების პირობები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ Marussia-მ  მოიპოვა Virgin Racing აქციების დიდი ნაწილი, რომელიც შარშან ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია LDC-მა შეიძინა. ბიზნესგამოცემების ინფორმაციით, მაშინ LDC-მ კომპანიაში დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი (16 მილიონი დოლარი) ჩადო.

”გვინდა დასავლურ სამყაროს დავანახოთ, რომ
რუსეთი ისეთი არაა, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. გარიგების საფასურის გახმაურება არ შემიძლია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს დიდი თანხაა”, - განაცხადა Marussia Motors-ის პრეზიდენტმა ნიკოლაი ფომენკომ. მისი თქმით, კონტრაქტს ხელი ლონდონში, 6 ნოემბერს, შაბათ საღამოს მოეწერა. გარიგების შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა, ერთი თვის შემდეგ გახდა, როცა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ”ფორმულა-1-ის” გენერალურ პრომოუთერთან ბერნი ეკლსტოუნთან დადო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მომავალი ოლიმპიადის დედაქალაქმა მსოფლიოს 2014-დან 2020 წლამდე ჩემპიონატებზე გრანპრის ეტაპის ჩატარების უფლება მიიღო.

გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინი პირადად მართავდა ”ფორმულა-1”-ის ბოლიდს და ლენინგრადის მხარის სპეციალურ ტრასაზე 240 კმ/სთ სიჩქარით მიქროდა.

გასულ კვირას ”ფორმულა-1-ის” ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა წლევანდელ დებიუტანტებს ჩემპიონატის სირცხვილი უწოდა. თუმცა რუს ინვესტორებს ეს არ აფრთხობს, მათი თქმით, დებიუტანტებს სამი-ოთხი წელი სჭირდებათ, რათა შედეგი აჩვენონ. შედეგის მიღწევას Marussia Virgin Racing -ის მფლობელები სწორედ რუსეთის პირველ გრან-პრიზე, სოჭში გეგმავენ.

Marussia-ს ერთერთი მფლობელის ანდრეი ჩეგლაკოვის თქმით, კომპანია სპორტული მანქანების ევროპულ ბაზარზე კონკურენციას Ferrari-ს, Aston Martin-ისა და Porsche-ს გაუწევს. რუსები 2013 ან 2014 წლიდან  წელიწადში 2 ათასი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ, რომლის 20 პროცენტის რეალიზებას რუსეთში იმედოვნებენ.

Virgin Racing-ის ახალი მფლობელები  პილოტებთან ტიმო გლოკსა და ლუკას დი გრასისთან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებენ.  


მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
F1 თუ ლილოს ბაზრობა , ყველა მანდარის რაა
avtuko
00:40 30-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული