რედ ბული ფავორიტს არ ცნობს

AutoSharing Option
"რედ ბულის" მფლობელი დიტრიხ მატეშიცი აცხადებს, რომ 2011 წლის სეზონში "წითელი ხარების" ორივე პილოტს, მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელს და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე მყოფ მარკ უებერს, ტიტულის მიუხედავად, ერთნაირი სტატუსი ექნებათ. "რედ ბულში" ფეტელის ფავორიტობაზე საუბრები "ფორმულა-1"-ის კულუარებში მას შემდეგ არ წყდებოდა, რაც პარტნიორები თურქეთის გრანპრიში ერთმანეთს შეეჯახნენ. ცნობილი ისტორიის შემდეგ კი, როდესაც სილვერსტოუნში ავსტრალიელის მანქანიდან ანტიფრთა მოხსნეს და ფეტელის მანქანას დაუმონტაჟეს, ამ ხმებმა შესამჩნევად მოიმატა.

გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში 66 წლის ავსტრიელმა ბიზნესმენმა განაცხადა: " გუნდში ორივე თანაბარი უფლებებით ისარგებლებს. ველით,
რომ მომავალ სეზონში ფეტელი თავის კლასს დაამტკიცებს ტიტულს დასაცავად ბრძოლაში, მარკი კი ყველაფერს გააკეთებს, რათა მას საქმე გაურთულოს".

ამასთან, მატეშიცმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ "რედ ბული" მსოფლიოს ახალგამოჩეკილი ჩემპიონისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის შეთავაზებას ვერ შეძლებს, ფეტელი გუნდის წინაშე დაკისრებული მოვალეობებისგან გათავისუფლდება და ნებისმიერ სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.


მომზადებულია GPupdate.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება თუ მართლა ასე იქნება თუმცა, მგონია რომ არაფერი არ შეიცვლება. როგორც აქამდე ჩაგრავდნენ მარკს ისე დაჩაგრავენ მომდევნო სეზონშიც,
avtuko
21:18 25-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული