ბერნი გაძარცვეს

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი კვლავ მოექცა ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში. 80 წლის მილიარდერს ხუთშაბთს ღამით, ლონდონში საკუარი სახლის წინ თავს დაესხნენ. ბერნი თავის გერლფრენდთან ფაბიანა ფლოზისთან ერთად შინ ბრუნდებოდა, როცა ოთხი უცნობი მამაკაცი შეამჩნია. ბანდიტები მოულოდნელად დაესხნენ თავს ექლსტოუნს, წააქცეს და თავში წიხლები უთავაზეს. მათ ბერნის საათი და მისი ქალბატონის ძვირფასეულობა გაიტაცეს, რომლის საერთო ღირებულება 200 ათასი ფუნტი სტერლინგია.

ექლსტოუნი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ექიმებმა თავის უმნიშვნელო დაზიანება დააფიქსირეს და ბერნიმ სასწრაფოდ დატოვა კლინიკა. 80 წლის ბიზნესმენისთვის ეს

კრიმინალთან შეხების პირველი შემთხვევა არ არის - ოთხი წლის წინ ბანდიტები მის "მერსედესს" დაესხნენ თავს.

პოლიციამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა ვერ მოახერხა და თავდასხმელებს ახლაც ეძებენ.
როგორც ირკვევა, ბრიტანეთის დედაქალაქის ფეშენებელური რაიონები ისევე სახიფათო ყოფილა, როგორც ბრაზილიის ინტერლაგუშის გარეუბნები, სადაც ბრაზილიის გრან-პრის დროს "მაკლარენის" პილოტ ჯენსონ ბატონს დაესხნენ თავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამასაც თუ დაცვის აყვანა უჭირს, რას ჟმოტავს რაარის ...
avtuko
21:37 27-11-2010
0

სიახლეები პოპულარული