სებასტიან ფეტელი ანტირეიტინგში

AutoSharing Option
ახალი წლის წინ სხვადასხვა გამოცემა ადგენს ათასგვარ სპორტულ რეიტინგს, რომელთა შორის, ყველა არ არის პოზიტიური. მაგალითად, ბრიტანულმა გაზეთმა Metro-მ შეადგინა 2013 წელს სპორტსმენთა ცუდი საქციელის ანტირეიტინგი.

სულ ასეთი ხასიათის 14 ეპიზოდი შეგროვდა. ძირითადად, ჭარბობენ სპორტის სათამაშო სახეობების წარმომადგენლები, მაგრამ აქ არის, მაგალითად, ამერიკელი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი, რომელმაც წელს დოპინგის მიღება აღიარა.

და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ რეიტინგში მოხვდა სებასტიან ფეტელი. ბრიტანული პრესა არ პატიობს "რედ ბულის" პილოტს მალაიზიის გრანპრის დროს ჩადენილ საქციელს. ყველას ახსოვს, რომ ზედ ფინიშზე, გერმანელმა საკუთარ თანაგუნდელს,
მარკ უებერს წაართვა გამარჯვება. ავსტრალიელი არ ელოდა პარტნიორის მხრიდან შეტევას, რადგან "რედ ბულის" ხელმძღვანელებს ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ პილოტებს უნდა შეენარჩუნებინათ პოზიციები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მულტი 21. არმიკვირს რატომღაც :)
avtuko
25 დეკემბერი 2013 23:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული