ფერნანდო მეტოქეებმა აღიარეს

AutoSharing Option
"ფორმულა 1"-ის გუნდების ხელმძღვანელების დიდი ნაწილი 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მრბოლელად ფერნანდო ალონსოს მიიჩნევს. ამ ცნობას ბრიტანული ჟურნალი "აუტოსპორტი" აქვეყნებს, რომელმაც გასულ სეზონში მონაწილე 12 გუნდის ხელმძღვანელს აზრი გამოკითხა.

ჟურნალისტთა პირობის თანახმად, საჯინიბოთა თითოეულ მეპატრონეს სეზონის ათი რჩეული პილოტი თანმიმდევრობით უნდა ჩამოეწერა. შედეგები "ფორმულა 1"-ში არსებული ქულათა სისტემით დადგინდა. სიაში პირველ ადგილზე მყოფ პილოტს 25 ქულას ანიჭებდნენ, მეორეზე გასულს - 18 ქულას, მომდევნოები კი 15, 12, 10, 8, 6, 4, 2 და 1 ქულებით ფასდებოდნენ.

"ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ, მიუხედავად
სეზონის ფინალურ რბოლაში მარცხისა, გამოკითხვაში ყველაზე მეტი - 229 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 2010 წლის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი გავიდა. "რედ ბულის" პილოტი ესპანელს 9 ქულით ჩამორჩა. მესამე შედეგი "მაკლარენის" მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა აჩვენა, რომელმაც 196 ქულას მოუყარა თავი. მარკ უებერი, რომელიც გასულ ჩემპიონატში ტიტულის პრეტენდენტად მოიაზრებოდა, ამ გამოკითხვაში კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორცა და მხოლოდ 146 ქულა მოაგროვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული