ფსონები გამოცხადებულია

AutoSharing Option

ავტორიტეტულმა საბუკმეიკერო კანტორა William Hill-მა უკვე დაიწყო ფსონების მიღება 2011 წლის ჩემპიონატის მოგებაზე. შემადგენლობების დადასტურებისა და ზამთრის ტესტების შემდეგ კოეფიციენტები შეიცვლება, მანამდე კი ბუკმეიკერები პირად ჩათვლაში ფავორიტად მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს მიიჩნევენ, კონსტრუქტორთა თასის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად კი - "რედ ბულს".

თუმცა ეს პროგნოზია, რომელმაც, სხვათა შორის, გასულ წელს არ გაამართლა - 2009 წლის დეკემბერში ბუკმეიკერებმა ფავორიტად ლუის ჰემილტონი დაასახელეს, სებასტიან ფეტელი კი მესამე იყო, მაგრამ საბოლოო ჩათვლაში ბრიტანელი პირველ სამეულშიც ვერ მოხვდა.


კოეფიციენტები პირად პირველობაზე (პირველი ათეული):
სებასტიან

ფეტელი 3.50
ფერნანდო ალონსო 4.00
ლუის ჰემილტონი 4.33
ნიკო როსბერგი 10.00
მარკ უებერი 11.00
მიხაელ შუმახერი 13.00
ჯენსონ ბატონი 13.00
ფელიპე მასა 21.00
რობერტ კუბიცა 26.00
ადრიან სუტილი 67.00

კოეფიციენტები კონსტრუქტორთა თასზე (პირველი ხუთეული):
რედ ბული 2.50
ფერარი 3.50
მაკლარენი 3.50
მერსედესი 9.00
რენო 15.00

მკითხველის კომენტარები / 1 /
რედბულს თუ ნიუ ეყოლებათ კიდევ მოიგებენ აბა რაა
avtuko
17:30 21-12-2010
0

სიახლეები პოპულარული