ბელგიის გრან-პრი საფრთხეშია

AutoSharing Option

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი ახალი ეტაპებით შეივსება - ინდოეთი, აშშ, რუსეთი... ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც ახლა მასპინძლობს გრან-პრის, გარანტირებული არ ექნება კონტრაქტის გაგრძელება. ყველაზე ახლოს ეტაპის დაკარგვასთან ბელგიაა - სპას რბოლის ორგანიზატორებსა და ფორმულა 1-ის პრომოუტერებს შორის ხელშეკრულება 2011 წლის ბოლოს იწურება.

ბელგიის გრან-პრის ორგანიზატორები წაგებაში არიან - 2010 წელს მათმა ფინანსურმა ზარალმა 4.5 მილიონ ევროს გადააჭარბა. ფორმულა 1-ში ბელგიელი ჟერომ დ'ამბროზიოს მისვლას (ამ დღეებში მან "ვირჯინთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი) შეიძლება სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვალა,

მაგრამ სპას ეტაპის ბოსი ანდრე მაესი ამაში დარწმუნებული არ არის.

"რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ში მისი მისვლა - დადებითი მოვლენაა, - განაცხადა მაესმა. - მაგრამ გაზრდის თუ არა ეს ბილეთების რეალიზაციას, დარწმუნებული არ ვარ. ადრეც არ დადიოდა სპაზე ბევრი ბელგიელი გულშემატკივარი ფილიპ ადამსის (1994 წელს "ლოტუსში" გამოდიოდა) ან ბას ლეინდერსის სანახავად".

უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს ასევე იწურება მოქმედი ხელშეკრულებები ჩინეთის, თურქეთისა და იაპონიის გრან-პრიზე. თუ იაპონური რბოლის ისტორიასა და ტრადიციულად მაღალი დასწრების პროცენტს გავითვალისწინებთ, ეს ეტაპი, ალბათ, არ დაკარგავს ადგილს კალენდარში, ჩინეთისა და თურქეთის ორგანიზატორებისთვის კი სიტუაცია ასევე რთულია. 

აქ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რომ ყველაზე უხიფათოდ ბრიტანეთის გრან-პრია, რომლის ჩატარებაზე კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდეა გაფორმებული.


ჩინეთი 2011
თურქეთი 2011
ბელგია 2011
იაპონია 2011
სინგაპური 2012
ბაჰრეინი 2013
კანადა 2014
ავსტრალია 2015
მალაიზია 2015
ვალენსია 2015
ბრაზილია 2015
ესპანეთი 2016
უნგრეთი 2016
იტალია 2016
ს. კორეა 2016
აბუ დაბი 2016
გერმანია 2018
მონაკო 2020
ბრიტანეთი 2027

ახალი ეტაპების კონტრაქტების მოქმედების ვადა
ინდოეთი 2011-2021
აშშ 2012-2021
რუსეთი 2014-2020


* * *
რომის გრან-პრის ჩატარებაზე კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა ორგნიზატორები უკვე აცხადებენ, რომ პირველი რბოლის გამართვა 2013 წლისთვის აქვთ დაგეგმილი. 

"პირველი რბოლა? ვფიქრობ, ის 2013 წელს გაიმართება. სტანდარტული პროცედურის თანახმად, საბოლოო გეგმებს მთავრობა 60 დღის განმავლობაში განიხილავს. თუ პროექტს წლის ბოლომდე მოიწონებენ, 2012 წელს ჩვენ მზად ვიქნებით. 

რაც შეეხება პროტესტს, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება, პირიქით, მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ რამდენიმე დღეს რომის ამ რაიონში ათასობით მანქანის ნაცვლად მხოლოდ 24 ბოლიდი ივლის", - განაცხადა რომის გრან-პრის პრომოუტერმა მაურიციო ფლამინიმ.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოდესმე თბილისი თუ მოხვდება ამ სიაში?
avtuko
15:11 27-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული