ფორმულა 1: მიხაელ შუმახერის ნელი პროგრესი

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის აღდგენითი პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, - წერს Express-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული გერმანელი 2013 წელს მიღებული თავის ტრავმის შემდეგ, პრაქტიკულად, უგონო მდგომარეობაშია.

"პროგრესი ძალიან ნელია. სასწაულს არ უნდა ველოდოთ", - მოჰყავს Express-ს წყაროს სიტყვები.

ნეიროქირურგიის სფეროში სპეციალისტი პიტერ ჰემლინი, რომელიც თავის მძიმე ტრავმის შემდეგ მოკრივე მაიკლ უოტსონის მკურნალობით იყო დაკავებული, საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს შუმახერის აღდგენით პროცესთან დაკავშირებით:

"თუ თვალს გადავავლებთ წარმატებული აღდგენის ისტორიებს, ამას ყოველთვის რამდენიმე წელი სჭირდებოდა. პირველ რამდენიმე თვეს მთავარი საკითხია
პაციენტის გადარჩენა. შემდეგ უკვე წარმოიშვება საკითხები სიცოცხლისუნარიანობის აღდგენაზე.

ეს ამერიკული მთებივითაა და თუ შუმახერი და მისი ოჯახი ამ მთების გადავლისას ბედნიერებას იპოვიან, მხოლოდ მძიმე გამოცდის გავლის შემდეგ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული