ექიმებმა აცნობეს ალონსოს, რომ არ გამოუვლენიათ რაიმე პრობლემის სიმპტომები, რომელსაც სამედიცინო ჩარევა სჭირდება. ასევე არ აღმოჩნდა ტრავმის ნიშნები. პილოტი სრულიად ჯანმრთელად გამოაცხადეს ნევროლოგიისა და კარდიოლოგიის სპეციალისტებმა.
მიუხედავად ამისა, ექიმებმა ურჩიეს ესპანელს - თავი შეიკავოს რისკისგან, რათა არ დაუშვან განმეორებითი ტვინის შერყევა. ეს ნორმალური პრაქტიკაა იმ სპორტსმენთა მკურნალობაში, რომლებმაც ტვინის შერყევა გადაიტანეს. კერძოდ, ექიმებმა ურჩიეს ალონსოს - უარი ეთქვა ავსტრალიის გრანპრიში მონაწილეობაზე.
იტყობინებიან, რომ ალონსოს მთავარი მიზანი იქნება მალაიზიის გრანპრისთვის მომზადება, რომელიც 27-29 მარტს არის დაგეგმილი. ექიმებს ამ ეტაპთან დაკავშირებით არანაირი უარყოფა არ აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"