ფორმულა 1: ახალი ესპანელი "დიდ ცირკში"

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ფორმულა 1-ის ყოფილი რუსული საჯინიბო "მარუსია", რომელსაც ახლა "მანორი" ჰქვია, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე დაუშვეს და გუნდი 15 მარტს მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის გრანპრიში.

აქამდე ცნობილი იყო ერთი საპრიზო პილოტის ვინაობა, გუშინ კი გაირკვა, რომ უილ სტივენსის პარტნიორი იქნება ესპანელი რობერტო მერი, ხოლო გუნდის დროებითი პრეზიდენტის ვაჟი ჯორდან კინგი ტესტ-პილოტის ფუნქციებს შეასრულებს.

"მანორის" ორივე პილოტს აქვს ახალგაზრდულ სერიებში გამოსვლის გამოცდილება - მერიმ სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა კონტრაქტი "ფორმულა Renault 3.5"-ში მოასპარეზე გუნდ Pons Racing-თან, კინგი კი ემზადება
GP2-ის სერიაში მონაწილეობისთვის.

"მანორმა" არ გამოაცხადა მერისთან კონტრაქტის ხანგრძლივობა და მხოლოდ მისი "პირველ რბოლებში" მონაწილეობა დაადასტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული