ფორმულა 1: "ლოტუსი" და "რენო" ერთდებიან?

AutoSharing Option
გერმანელი ჟურნალისტის, რალფ ბახის ინფორმაციით, "ლოტუსისა" და "რენოს" შერწყმით ფორმულა 1-ში ახალი საქარხნო გუნდი გამოჩნდება.

"რედ ბულსა" და "რენოს" შორის გაჩენილი უთანხმოების შემდეგ, რაც ფრანგული კონცერნის ძრავების არაკონკურენტუნარიანობას უკავშირდება, "რენო" დაინტერესდა "ტორო როსოს" შეძენით, თუმცა გასულ კვირას "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ გამორიცხა ამგვარი გარიგება.

ამის შემდეგ "რენოში" სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს. ბახი საკუთარი ბლოგში წერს, რომ ფრანგულმა კომპანიამ 30 მილიონი ევრო გამოჰყო ფორმულა 1-ის გუნდის შესაძენად და ეს საქმე "მერსედესის" ყოფილ ტექნიკურ დირექტორს, ბობ ბელს ჩააბარა. როგორც ირკვევა, ბელი
ოთხ ვარიანტს განიხილავს: "ლოტუსი", "ფორს ინდია", "ტორო როსო" ან "ზაუბერი".

თუმცა ბელს ყველაზე მეტად "ლოტუსის" ვარიანტი ხიბლავს, რადგან ამ გუნდის ბაზა ბრიტანეთის ენსტოუნში მისი სახლიდან 15 წუთის სავალზეა. თან, ბელი კარგად იცნობს "ლოტუსს", სადაც იქ იმ პერიოდში მუშაობდა, როცა გუნდს ჯერ "ბენეტონი", შემდეგ კი "რენო" ერქვა.

ბახის ინფორმაციით, "ზაუბერის" ღირებულება ძალიან მაღალია "რენოსთვის", ხოლო 30 მილიონი ევრო არ ეყოფა იმას, რომ "ტორო როსოს" ავტომობილები ყვითლად გადაღებოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული