ლუის ჰემილტონს გოგონების შამპანურით გაწუწვის გამო სექსისტობას სწამებენ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს სექსიზმში ადანაშაულებენ. "მერსედესის" პილოტი კრიტიკის ობიექტი ჩინეთის გრან-პრიზე, დაჯილდოების ცერემონიალის დროს ჩადენილი საქციელის გამო გახდა.

ბევრს არ მოეწონა, რომ პოდიუმზე მყოფმა ბრიტანელმა პილოტმა შამპანურის ბოთლის გახსნის შემდეგ ჭავლი ავტოდრომის  მომსახურე გოგონასკენ მიმართა და ის შხეფებით გაწუწა.

ჰემილტონს თავს ქალთა უფლებების დამცველთა ნამდვილი რისხვა დაატყდა - თანაც, მას სხვა მსგავსი ფაქტებიც ამოუქექეს და სოცქსელებში ატყდა ერთი ამბავი...
Sportall.Ge
საქმე იქამდე მივიდა, რომ სექსიზმის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაცია "ობიექტის" აღმასრულებელმა დირექტორმა როზ ჰარდიმ ჰემილტონს სასწრაფოდ სახალხოდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ავტომრბოლელმა სამიდან ორი ეტაპი მოიგო, ერთში კი მეორე ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატს პირად ჩათვლაში 68 ქულით ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ჩინეთის კომპარტიის მდივანმა როგორ უნდა შეარჩინოს, ამ ლუიზას.. :))
ქუთაისელი
18:25 14-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული