ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰემილტონი შესაძოა 2021 წელს "ფერარიში" გადავიდეს.
ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა იტალიურ გუნდთან დაკავშირებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.
"ის, რაც მოხდა დახურულ კარს მიღმა, იქვე უნდა დარჩა, რადგეს პრივატული საკითხია. ჯერ "მერსედესმა" გადაწყვიტოს, რას აპირებენ მომავალში. ყველა შემთხვევაში "მერსედესში" ყველაფერი მაკმაყოფილებს, ამიტომ გუნდის გამოცვლის გადაწყვეტილებას ასე მალე ვერ მიიღებ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება 2020 წელს", - ციტირებს ჰემილტონს La Gazzetta dello Sport.
ბრიტანელი კონტრაქტი "მერსედესთან" 2020 წლის ბოლომდე გათვლილი. ადრე "ფერარის" პილოტმა შარლ ლეკლერმა განაცხადა, რომ გაუხარდებოდა თანაგუნდელ ლუის
ჰემილტონის ხილვა.