ფორმულა 1. ჩინეთის გრანპრის შემდეგ

AutoSharing Option
ჩინეთის გრანპრის შემდეგ ფორმულა 1-ის ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ საინტერესო სტატისტიკური მიმოხილვა შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია
- ჩინეთში ლუის ჰემილტონმა კარიერაში 41-ე პოული მოიპოვა და ზედიზედ მეთერთმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან - ეს ხანგრძლივობით მეშვიდე სერიაა ისტორიაში. ლუისმა წელს სამივე გრანპრიზე პოული მოიპოვა.

- მეოცედ სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი "მერსედესის" პილოტებს ეკავათ.

- ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა პირველი რიგიდან მეთვრამეტედ აიღეს სტარტი, რითაც გაიმეორეს ასკარი-ფანხიოსა და ჰაკინენ-კულტჰარდის შედეგი.

- 2013 წლის აშშ-ის გრანპრის შემდეგ "ზაუბერის" ორივე პილოტი გავიდა კვალიფიკაციის ფინალში.

- ნიკო ჰიულკენბერგმა
კარიერაში მე-80 რბოლა ჩაატარა და პირველად გამოეთიშა კვალიფიკაციას პირველ სესიაში.

- ფერნანდო ალონსომ კარიერაში პირველად ვერ გადალახა კვალიფიკაციის პირველი სესია ზედიზედ ორ გრანპრიზე.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა 35-ე გამარჯვება მოიპოვა და კარიერაში პირველად, ზედიზედ მეცხრედ ავიდა პოდიუმზე.

1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალენ პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. სებასტიან ფეტელი 40
5. ლუის ჰემილტონი 35

- ჰემილტონმა მეშვიდე ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება, საუკეთესო წრე) შეასრულა კარიერაში. ამდენივე აქვთ ალბერტო ასკარის, ხუან-მანუელ ფანხიოსა და აირტონ სენას. საერთო რეიტინგში ლიდერობს მიხაელ შუმახერი - მას 22 ჰეთ-თრიკი ჰქონდა.

- ჰემილტონმა და როსბერგმა მე-13 დუბლი შეასრულეს "მერსედესისთვის". ამდენივე დუბლი ჰქონდათ "მაკლარენისთვის" ჰაკინენსა და კულტჰარდს.

- ზედიზედ 22-ედ პოდიუმზე ასვლით "მერსედესის" პილოტებმა გაიმეორეს ხანგრძლივობით მეორე სერია, რომელიც "ფერარის" ეკუთვნოდა (იტალია 2003 - ავსტრალია 2005).

- სებასტიან ფეტელი ზედიზედ მესამედ ავიდა პოდიუმზე და გაიმეორა ფერნანდო ალონსოს 2013 წლის შედეგი.

- პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში სეზონის პირველ სამ რბოლაში პოდიუმზე მხოლოდ სამი პილოტი ადიოდა: ჰემილტონი, როსბერგი და ფეტელი.

- კიმი რაიკონენი 34-ე წრეზე სათავეში ჩაუდგა პელოტონს. ეს იყო ფინელის პირველი ლიდერობა 2013 წლის გერმანიის გრანპრის შემდეგ.

- რომენ გროსჟანმა 15-რბოლიანი "მშრალი" სერიის შემდეგ მოიპოვა ქულები - პირველად მონაკოს შარშანდელი გრანპრის შემდეგ. "ლოტუსს" აშშ-ის შარშანდელი ეტაპის შემდეგ არ ჰქონდა აღებული ქულა.

- "რედ ბული" 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდად გამოვიდა ჩინეთის გრანპრიზე - ერთი გამოვარდნა და მეცხრე ადგილი. 2008 წელს კულტჰარდი მეცხრე ადგილზე გავიდა, მარკ უებერი - მე-14-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული