"ფორმულა 1-ს გარდაქმნები ესაჭიროება, რადგან ამ მომენტისთვის ეს ის სპორტი არ არის, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. ჩვენ, უბრალოდ, რბოლები გვჭირდება. ჩემპიონატი ყოველთვის რბოლებამდე იყო დაყვანილი, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ არის. დღეს ყველა ფიქრობს საწვავისა და საბურავების ეკონომიაზე. ეს წესი შესაცვლელია, თანაც, მაქსიმალურად სწრაფად. ყველაფერი ძალიან მარტივია
სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა გრან-პრი. რამდენადაც ვიცი, ბევრი ეთანხმება ამ აზრს და გარდაქმნები უნდა განხორციელდეს იქამდე, სანამ მაყურებლის უმრავლესობა საბოლოოდ უარს იტყვის ტელევიზორით ფორმულა 1-ის ყურებაზე", - ამტკიცებს ბრიატორე.
ბრიატორეს აზრით, ერთ-ერთი გზა, რამაც შეიძლება სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს, მეტოქეებს შორის ფინანსური მოგების განაწილების სისტემის შეცვლაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხის განაწილება თანაბარი იყოს ყველა გუნდს შორის. თუ ფულს მხოლოდ მდიდარ გუნდებს დაურიგებენ, ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან, ხოლო ღარიბები უფრო მეტად გაღარიბდებიან", - დაასრულა ანალიზი იტალიელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"