ფორმულა 1: ოფიციალურად: კიდევ სამი წელი "მერსედესში"

AutoSharing Option
გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გერმანულმა საჯინიბო "მერსედესმა" და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ახალ ხელშეკრულებაზე მიაღწიეს შეთანხმებას.

ბრიტანელი პილოტი ჩემპიონ გუნდში კიდევ სამი სეზონით დარჩება, კერძოდ, 2018 წლის ბოლომდე. ადრე დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ჰემილტონს, შესაძლოა, "ფერარიში" გაეგრძელებინა კარიერა.

"მერსედესი" ჩემი სახლია და ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ კიდევ სამი წლით ვრჩები. ამ კომპანიაში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ, თანაც, ყველა დონეზე.

გასულ წელს მიღწეული ტრიუმფის მიუხედავად, გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს ეხება გუნდსაც და მის პილოტებსაც. "მერსედესის" მანქანა, რომელსაც
წელს ვმართავ, საუკეთესოა იმათგან, რითაც აქამდე გავსულვარ ტრასაზე. თითოეულ სარბოლო უქმეებზე მაქსიმალურად ვინდომებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

"მერსედესი" 1998 წლიდან მეხმარებოდა კარიერის განვითარებაში. ამიტომაც ვამაყობ იმით, რომ 2018 წელს მათთან თანამშრომლობის 20 წლისთავს აღვნიშნავ", - განაცხადა ჰემილტონმა Motorsport-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული