ფეტელმა უკვე მოიგო ერთი რბოლა და ოთხჯერ ავიდა პოდიუმზე, რამაც გერმანელს 98 ქულა მოუტანა - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თავის დროზე ფერნანდო ალონსოს "ფერარიში" ჰქონდა. გარდა ამისა, თავად ფეტელისთვის ეს არის სეზონის საუკეთესო დასაწყისი კარიერაში. გამონაკლისია ძალიან წარმატებული 2011 წლის სეზონი, როცა "რედ
როგორ იწყებდა სეზონებს ფერნანდო ალონსო, როცა ის "სკუდერიას" პილოტი იყო? გასულ წელს, ესპანელმა პირველ ექვს რბოლაში 61 ქულა მოიპოვა, 2013 წელს - 78, 2012 წელს - 76, 2011 წელს - 69 და 2010 წელს - 75. როგორც ვხედავთ, საკმაოდ სტაბილური შედეგებია. 2012 წლის სეზონი ალონსომ ორი მოგებითა და ერთი პოდიუმით დაიწყო.
ამ შედეგმა საშუალება მისცა ექვსი გრანპრის შემდეგ გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი გამხდარიყო - მაშინ ის ტიტულისთვის სწორედ ფეტელს ებრძოდა. 2013 წელს, ესპანელს 78 ქულაზე მეტის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მას ხელი შეუშალა მალაიზიის გრანპრიდან გამოვარდნამ. ამის მიზეზი იყო იმავე ფეტელის მანქანასთან კონტაქტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"