100-მილიონიანი საჩუქარი მამიკოსგან

AutoSharing Option

ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ფორმულა 1-ის კომერციულმა ბოსმა ბერნი ექლსტოუნმა უძრავი ქონების შესაძენად დიდი ოდენობის თანხა გაიღო: მან სახლები უყიდა თავის ქალიშვილებს - 26 წლის ტამარასა და 22 წლის პეტრას. ამ საჩუქარში ბერნიმ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

როგორც გაზეთი Daily Mail წერს, ტამარა ექლსტოუნი ამთავრებს დოკუმენტების გაფორმებას და მალე ლონდონის ერთ-ერთ უძვირფასეს რაიონში - კენსინგტონში სამსართულიანი სახლის მფლობელი გახდება. პეტრა კი ჩელსის ცენტრში ასევე ძვირფას სახლში დაბინავდება. მისი მეზობლები იქნებიან ლეგენდარული როკ-მუსიკოსი მიკ ჯაგერი და ცნობილი ინგლისელი მსახიობი ელიზაბეტ ჰარლი.


ბერნი ექლსტოუნი ამტკიცებს, რომ ის სულაც არ ანებივრებს თავის გოგონებს, უბრალოდ შვილების "საბინაო საკითხი" მოაგვარა.


"ჩემი ქალიშვილებით ძალიან ვამაყობ. ისინი კარგი გოგონები არიან და ფულს ჭკვიანურად ხარჯავენ, - ამბობს ექლსტოუნი. - ყველაფრისადმი ზომიერი მიდგომა აქვს - სწორედ ასე ვზრდიდით მათ ბავშვობიდან. ახლა ტამარას თავისი ახალი სახლის რემონტზე მოუწევს ზრუნვა. ამიტომაც ბევრი საქმე ექნება და ამ პროექტით ბევრ რამეს ისწავლის. ვფიქრობ, მომავალში, როცა სახლის გაყიდვის დრო მოვა, ის კარგ თანხას გამოიმუშავებს.

 


* * *
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასიამოვნო საზრუნავი აქვს მიხაელ შუმახერსაც. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ჟენევის ტბის ახლოს დიდებულ მამულში გადასახლდა.

 

გაზეთ "ბილდის" ინფორმაციით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ეს შენაძენი 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

"ძველი" სახლი (750 კვადრატული მეტრი, ვერტმფრენის მოედნითა და აუზით) გასაყიდადაა გამოტანილი. შუმახერი მასში 13 მილიონს ითხოვს. იგივე "ბილდი" წერს, რომ ეს სახლი მიხაელის მეუღლეს - კორინას არ აწყობდა, რადგან იქ საკმარისი ადგილი არ იყო დიდი საჯინიბოს მოსაწყობად, ქალს კი ძალიან უყვარს ცხენები.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული