ფორმულა 1: გაისად 21 რბოლაა

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს მორიგ სხდომაზე დაამტკიცეს ფორმულა 1-ის 2016 წლის ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი, რომელშიც ეტაპების სარეკორდო რაოდენობაა - 21. როგორც მოსალოდნელი იყო, აზერბაიჯანის გრან-პრის დებიუტი ივლისში შედგება.

ამასთან, კალენდარმა მთელი რიგი სერიოზული ცვლილებები განიცადა. ასე მაგალითად, სოჭში რუსეთი გრან-პრი ოქტომბრიდან პირველი მაისისთვის გადაიტანეს, ხოლო მალაიზიის ეტაპი სეზონის დასაწყისიდან ბოლოში მოექცა.

2016 წლის ჩემპიონატი წლევანდელზე ერთი თვით გვიან დაიწყება, რაც ძალიან მჭიდრო გრაფიკს გამოიწვევს. სეზონში შვიდი ისეთი შემთხვევა იქნება, როცა ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ეტაპი ჩატარდება: ავსტრალია/ჩინეთი, ბაჰრეინი/რუსეთი,
ბრიტანეთი/ავსტრია, გერმანია/უნგრეთი, ბელგია/იტალია, სინგაპური/მალაიზია და აშშ/მექსიკა.

მომავალი სეზონის განრიგის საბოლოო ვერსიას მიმდინარე წლის ბოლოს დაამტკიცებენ, ამიტომაც, გამორიცხული არ არის უკვე გამოქვეყნებულ ვარიანტში გარკვეული ცვლილებები.

2016 წლის კალენდარი:
3 აპრილი ავსტრალია (ალბერტ-პარკი)
10 აპრილი ჩინეთი (შანხაი)
24 აპრილი ბაჰრეინი (საჰირი)
1 მაისი რუსეთი (სოჭი)
15 მაისი ესპანეთი (ბარსელონა)
29 მაისი მონაკო (მონტე კარლო)
12 ივნისი კანადა (მონრეალი)
26 ივნისი ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
3 ივლისი ავსტრია (რედ ბულ რინგი)
17 ივლისი ევროპა (ბაქო)
31 ივლისი გერმანია (ჰოკენჰაიმი)
7 აგვისტო უნგრეთი (ჰუნგარორინგი)
28 აგვისტო ბელგია (სპა)
4 სექტემბერი იტალია (მონცა)
18 სექტემბერი სინგაპური (მარინა-ბეი)
25 სექტემბერი მალაიზია (სეპანგი)
9 ოქტომბერი იაპონია (სუზუკა)
23 ოქტომბერი აშშ (ოსტინი)
30 ოქტომბერი მექსიკა (მეხიკო)
13 ნოემბერი ბრაზილია (ინტერლაგუში)
27 ნოემბერი აბუ დაბი (იას-მარინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული