ლეგენდარული ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის პროგრესით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ლეგენდარულ ავსტრიელ პილოტს ნიკი ლაუდას მიაჩნია, რომ ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო სერიაში საქმეები უკეთესობისკენ მიდის.

ბოლო დროს, სამეფო რბოლებს ბევრი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ "მერსედესის" არააღმასრულებელი დირექტორის თქმით, მაღალი სატელევიზიო რეიტინგები მაყურებლის მხრიდან ინტერესის გაზრდაზე მეტყველებს.

"წელს, რეიტინგები საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მელბურნის რბოლის შემდეგ, - ამბობს გაზეთ Welt am Sonntag-თვის მიცემულ ინტერვიუში ლაუდა. - ეს დადებითი ტენდენციაა".

მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკას წერტილი დაესვა, რადგან ამ დროისთვის ფორმულა 1-ში მუშაობენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რადიკალურად უნდა გაიზარდოს ავტომობილების სიჩქარე 2017
წლისთვის.

"ფანტასტიკურია, რომ უკვე აგვისტოში, ბელგიის გრანპრიზე პირველი ცვლილებები იგეგმება", - დაამატა ავსტრიელმა.

გუნდებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია წესების ცვლილებების შესახებ. გარდაქმნა მიმართულია პილოტების მხრიდან შასის სრული კონტროლის დაბრუნებაზე.

"რბოლის წინ გასახურებელ წრეზე პილოტის კომუნაკაცია ბოქსებთან მინიმალური იქნება, - ხსნის ლაუდა. - იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ პილოტს ისევ დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ჰქონდეს მანქანაზე.

ამასთან, პილოტის როლი გარეშე მანიპულაციების და ჩარევის გარეშე გასაგები უნდა იყოს აუდიტორიისთვის".

2017 წლამდე შეიძლება იყოს სხვა ცვლილებებიც.

"2017 წელს მივიღებთ ფორმულა 1-ის სრულიად ახალ ავტომობილს. და თუ რაიმეს გამარტივება და გაუმჯობესება შეიძლება, შევეცდებით ამის გაკეთებას", - განაცხადა ლეგენდარულმა პილოტმა.

ერთ-ერთი გაუმჯობესება შეიძლება იყოს ძრავების ღირებულების შემცირება არასაქარხნო გუნდებისთვის, მაგრამ "მერსედესმა" და "ფერარიმ" ერთხმად გამოაცხადეს, რომ ჯერჯერობით მზად არ არიან ასეთი ცვლილებებისთვის.

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმათ, ვისაც არასაკმარიასი ფული აქვს. მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფრო იაფი ძრავები, - მიაჩნია "მერსედესის" დირექტორს. - დღეს კომპანიაში მიდის ამ საკითხის აქტიური განხილვა. ჩვენ სხვებზე ნაკლებად არ გვინდა, რომ ფორმულა 1 საინტერესო გახდეს".

ინტერვიუს ბოლოს, ნიკი ლაუდამ გაამჟღავნა საკუთარი იდეა - როგორ ამაღლდეს რბოლების სანახაობრივი მხარე.

"უნდა დავრთოთ ნება პილოტებს, პიტლეინზე 150 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, - თქვა მან - მონაკოსა და სინგაპურის გამოკლებით, ეს არის ფართო მონაკვეთი, თითქმის ტრასა.

აუცილებელია, რომ ფორმულა 1 უფრო მომხიბვლელი, სწრაფი და მარტივი იყოს, ასე რომ, კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული