გამოცემამ ჟურნალის ყდაზე კოლაჟი განათავსა, მიხაელისა და ავტოსპორტის ავსტრიელი ვეტერანის, ნიკი ლაუდას ფოტოსურათებით.
შეგახსენებთ, ლაუდამ 1976 წელს ავარიის შედეგად ძლიერი დამწვრობა მიიღო და სახე ნაიარევი აქვს.
კოლაჟს ჟურნალისტებმა ასეთი სიტყვები მიაწერეს: "პირველი ფოტოსურათი ტრაგედიის შემდეგ: ასე საშინლად გამოიყურება დღეს შუმი".
სტატიაში ნათქვამია, რომ ამჟამად შუმახერის გარჩევა ლაუდასგან შეუძლებელია.
სტატიამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებით კი, მიხაელის გულშემატკივრები აღშფოთდნენ. ხუმრობას თავად ნიკ ლაუდაც გამოეხმაურა: "ძალიან მიჭირს იმ ადამიანის
შეგახსენებთ, რომ შუმახერი ერთი თვის წინ, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მას გრენობლის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და ბოლო ცნობებით, ექიმები მისი ხელოვნური კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ.