გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა, კერძოდ კი 46 პროცენტმა სწორედ ამ სპონსორს მისცა ხმა.
"რედ ბული" ფორმულა 1-ში ორ გუნდს ფლობს: "რედ ბულსა" და "ტორო როსოს". ასევე მან დიდი თანხა ჩადო საკუთარი სარბოლო პროგრამის ორგანიზებაში, რითაც ფინანსურად დაეხმარა რამდენიმე გუნდსა და პილოტს.
"ფორმულა 1-ში "რედ ბულის" ყოფნის პირველადი მიზეზია - ყურადღების მიპყრობა თავისი ძირითადი პროდუქტისთვის - ენერგეტიკული სასმელისთვის, -
მეორე ადგილზე 19-პროცენტიანი ჩამორჩენით Shell მოდის, მესამე ადგილზე გავიდა Marlboro. თამბაქოს ამ ბრენდს უპირატესობა გამოკითხულთა 24 პროცენტმა მიანიჭა. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ "ფერარის" სპონსორები აღარ დომინირებენ ფორმულა 1-ის მარკეტინგულ ბაზარზე.
"ამ ინფორმაციით ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ "რედ ბული" ფორმულა 1-თვის კარგი დამატებაა, - ამბობს ჰორნერი. - ახლა გვესმის, რომ ფორმულა 1 მხოლოდ "ფერარი" არ არის".
რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა "უილიამსის" სპონსორმა, კომპანია Martini-მ - 22 პროცენტი. ფორმულა 1-ში საწვავის ძველმა მიმწოდებელმა Petronas-მა ხმების იგივე რაოდენობა მიიღო.
გამოკითხულთა 20 პროცენტმა უპირატესობა მიანიჭა ესპანურ ბანკ Santander-ს. ათეული შეავსეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიც არიან - Pirelli, Ferrari, Mercedes-Benz და Rolex.
10 ყველაზე პოპულარული ბრენდი ფორმულა 1-ში:
1. Red Bull - 46%
2. Shell - 27%
3. Marlboro - 24%
4. Martini - 22%
4. Petronas - 22%
6. Santander - 20%
7. Pirelli - 14%
8. Ferrari - 13%
8. Mercedes-Benz - 13%
10. Rolex - 11%
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"