ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი კიმი რაიკონენი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში თავისი მეორე სეზონისთვის ემზადება, რომელიც 11-13 თებერვალს შვედეთში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ფინელი ახალი მანქანის - Citroen DS3-ის საჭეს მიუჯდება, თუმცა 2011 წლის სეზონში არა "სიტროენის", არამედ საკუთარი გუნდის - ICE 1 Racing-ის ღირსებას დაიცავს. ამ საჯინიბოს პილოტის პირადი სპონსორები აფინანსებენ. წელს რაიკონენი 13-ეტაპიანი ჩემპიონატის 10 რბოლაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ამასთან, კიმი არ გამორიცხავს მომავალში ფორმულა 1-ში დაბრუნებას...
"შეუძლებელი არაფერია, მაგრამ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მძიმე იქნება იქ დაბრუნება, -
.