როგორც ჩანს, თითქმის აღარ არსებობს იტალიის დედაქალაქ რომში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარების შანსი. ქალაქის მერმა ჯანი ალემანომ გაზეთ "ლა რეპუბლიკას" ჟურნალისტს განუცხადა, რომ რომი აპირებს მთლიანად გადაერთოს ახალ ფრონტზე საბრძოლველად, კერძოდ, იტალიის დედაქალაქს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს.
"ჩვენთვის ფორმულა 1-სკენ მიმავალი გზა საბოლოოდ არ არის დახურული, მაგრამ ახლა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. - განაცხადა ჯანი ალემანომ. - მაქსიმუმის გაკეთებას ვაპირებთ იმისთვის, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე სახელმწიფოს მხარდაჭერა მივიღოთ. ეს სავსებით რეალური გეგმაა.
ჩვენ მუდმივი კონტრაქტი
უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ ოფიციალურ განცხადებას რომის გრან-პრის მომავალზე.
.