ფორმულა 1-ის კალენდარში შესაძლოა თურქეთის გრან-პრი დაბრუნდეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის კალენდარში შესაძლოა თურქეთის გრან-პრი დაბრუნდეს.

ავტოდრომმა Istanbul Park-მა, რომელმაც 2011 წლამდე ფორმულა 1-ის შვიდ გრან-პრის უმასპინძლა, მეპატრონე შეიცვალა. კომპანია Intercity-მ მუნიციპალიტეტთან იჯარაზე ხელშეკრულება გააფორმა და ტრასას 10 წლის განმავლობაში განკარგავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოიჯარეებს ტერიტორიაზე ბიზნესკომპლექსის გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა ფორმულა 1-ის დაბრუნების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ბიზნესკომპლექსი დიდი პარკის ინფრასტრუქტურის მხოლოდ ნაწილს დაიკავებს, ტრასა კი, რომელიც FIA-ს ლიცენზიას კვლავაც ფლობს, ფორმულა 1-ის დონის რბოლების მასპინძლობის საშუალებას იძლევა და მომავალში გრან-პრის დაბრუნებაც რეალურია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული