ფორმულა 1: დიდ ცირკს ევროსაბჭოთი უტევენ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ორი საჯინიბო - "ზაუბერი" და "ფორს ინდია" ევროსაბჭოში ჩივილს აპირებს "დიდ ცირკში" ფინანსური მოგების გადანაწილების სისტემის გამო.

"დღეისთვის, "ფერარის", "რედ ბულს", "მერსედესს", "მაკლარენსა" და "უილიამსს" ფინანსური პრეფერენციები აქვთ ფორმულა 1-ის მფლობელების მხრიდან. გარდა ამისა, ამ გუნდებს მუდმივი წარმომადგენლები ჰყავთ ე. წ. ფორმულა 1-ის სტრატეგიულ ჯგუფში, რომელიც ჩემპიონატისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.

ჩემპიონატის სხვა მონაწილეებისთვის სტრატეგიულ ჯგუფში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ადგილი, რომელსაც იღებს გუნდი, რომელიც საუკეთესო გახდა სეზონის შედეგების მიხედვით სხვა მონაწილეებს შორის.

"ფორს ინდია ერთ-ერთია იმ ორ გუნდს შორის,
რომელმაც დაარეგისტრირა სარჩელი ევროკავშირში ფორმულა 1-ში მმართველობის სამართლიანობასთან და შემოსავლების გადანაწილების სისტემასთან დაკავშირებით", - წერია "ფორს ინდიას" განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული