ფორმულა 1: 15 ფაქტი 2015-ზე

AutoSharing Option
კვირაზე ოდნავ მეტია, რაც დასრულდა ფორმულა1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი. ბრიტანულმა Sky Sports-მა გასული სეზონის შესახებ საინტერესო სტატისტიკა შეაგროვა...

1 ლუის ჰემილტონი გახდა პირველი ბრიტანელი პილოტი, ვინც ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა.

2 მხოლოდ ორჯერ შეძლო პასტორ მალდონადომ კვალიფიკაციაში რომენ გროსჟანის გასწრება - ეს არის ყველაზე გამანადგურებელი ანგარიში შიდაგუნდურ დაპირისპირებებში.

3 სამი რბოლა მოიგო სებასტიან ფეტელმა "ფერარიში" სადებიუტო წელს. პირველ წელს "სკუდერიას" რიგებში ამდენიმე გამარჯვება ჰქონდა მიხაელ შუმახერს. ორივე გერმანელმა იტალიურ გუნდში სადებიუტო სეზონი მე-3 ადგილზე.

4 ოთხი ძალისმიერი აგრეგატის გამოყენება შეიძლებოდა 2015
წელს საჯარიმო სანქციების გარეშე. "მერსედესის" ძრავებით აღჭურვილი რვავე მანქანა ამ ლიმიტში ჩაეტია. შედარებისთვის - "მაკლარენის" ორივე პილოტმა სეზონში "ჰონდას" 23 ძრავა გამოიყენა.

5 ჯენსონ ბატონმა პირად ჩათვლაში ხუთი ქულით გაუსწრო ფერნანდო ალონსოს. პირველად კარიერაში, ესპანელმა წააგო თანაგუნდელთან სეზონი ქულების რაოდენობით.

6 "მაკლარენის" პილოტებმა ექვს რბოლაში დააგროვეს ქულები - ეს უარესი შედეგია გუნდისთვის 1971 წლის შემდეგ.

7 შვიდი მეათედი წამი - ყველაზე მცირე სხვაობაა პირველ და მეორე ადგილებს შორის ამ სეზონში (ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს შორის).

8 რვა საჯარიმო ქულა დააგროვა სადებიუტო სეზონში მაქს ფერსტაპენმა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

9 ამ წელს ლუის ჰემილტონი, ნიკო როსბერგი და სებასტიან ფეტელი ერთად ცხრაჯერ ავიდნენ პოდიუმზე.

10 ლუის ჰემილტონი გახდა პირველი პილოტი, ვინც შეძლო ზედიზედ ორ სეზონში ათი ან მეტი რბოლის მოგება (11 2014 წელს და 10 2015 წელს).

11 ამდენი ინციდენტი გამოიძიეს სტიუარდებმა უნგრეთის გრან-პრის დროს.

12 "მერსედესმა" გასულ სეზონში 12 დუბლი შეასრულა - გუნდმა გააუმჯობესა 2014 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი (11 დუბლი).

13 მანქანის ეს ნომერი უიღბლო აღმოჩნდა პასტორ მალდონადოსთვის. "ლოტუსის" პილოტმა ცხრა რბოლაში ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა - მას ყველაზე მეტი გამოვარდნა ჰქონდა 2015 წელს.

14 სწორედ ამდენი პროცენტი არ ეყო "მერსედესს" ქულათა მაქსიმუმის მისაღწევად. 19 დუბლით შესაძლებელია 817 ქულის მოპოვება, "მერსედესის" ანგარიშზე კი 703 ქულა იყო.

15 "მერსედესის" პილოტებმა წელს 15-ჯერ დაიკავეს სასტარტო ბილიკის პირველი ორი ადგილი - მორიგი რეკორდი ფორმულა 1-ის ისტორიაში.

სეზონის რეკორდები
მოგება: ლუის ჰემილტონი - 10, ნიკო როსბერგი - 6, სებასტიან ფეტელი - 3.
პოული: ლუის ჰემილტონი - 11, ნიკო როსბერგი - 7, სებასტიან ფეტელი - 1.
უსწრაფესი წრე: ლუის ჰემილტონი - 8, ნიკო როსბერგი - 6, დანიელ რიკარდო - 3, კიმი რაიკონენი - 2, სებასტიან ფეტელი - 1.
პოდიუმი: ლუის ჰემილტონი - 17, ნიკო როსბერგი - 15, სებასტიან ფეტელი - 13, კიმი რაიკონენი - 3, ფელიპე მასა- 2, ვალტერი ბოტასი - 2, დანიელ რიკარდო - 2, დანიილ კვიატი - 1, რომენ გროსჟანი - 1, სერხიო პერესი - 1.
სტარტი პირველი რიგიდან: ლუის ჰემილტონი - 18, ნიკო როსბერგი - 15, სებასტიან ფეტელი - 3, კიმი რაიკონენი - 1, დანიელ რიკარდო - 1.
მოგება პოულიდან: ლუის ჰემილტონი - 11-დან 7 (64%), ნიკო როსბერგი - 7-დან 4 (57%), სებასტიან ფეტელი - 1-დან 1 (100%).
გამოვარდნა: პასტორ მალდონადო – 9, ფერნანდო ალონსო – 8, რომენ გროსჟანი - 7, კარლოს საინსი - 7, ნიკო ჰიულკენბერგი - 6, ჯენსონ ბატონი - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული