ახალი ძველი "რენო"

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილეთაგან პირველი ბოლიდი "რენომ" წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა ავტოკონცერნმა დეკემბერში შეიძინა "ლოტუსი" და ისევ გამოვა "დიდ ცირკში" საკუთარი საქარხნო გუნდით.

ახალი გუნდის სახელწოდებაა - Renault Sport Formula One Team. მისი სარბოლო დირექტორი გახლავთ ფრედერიკ ვასიორი, ტექნიკური დირექტორი - ბობ ბელი, ხოლო სირილ აბიტებულმა მმართველი დირექტორის პოსტი დაიკავა.

პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე, "რენომ" დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი საპრიზო პილოტი კევინ მაგნუსენი იქნება. ის შეცვლის ვენესუელელ პასტორ მალდონადოს, რომლის პირად სპონსორს ფინანსური პრობლემები შეექმნა. მაგნუსენის მეწყვილეა
ფორმულა 1-ის დებიუტანტი ჯოლიონ პალმერი, ხოლო ტესტ-პილოტის მოვალეობებს შეასრულებს ესტებან ოკონი, რომელიც შარშან, GP3-ის ჩემპიონი გახდა.

RS16 "რენოს" ტრადიციულ ფერებში - შავსა და ყვითელშია გადაწყვეტილი, თუმცა დომინირებს შავი. ფაქტობრივად, ეს არის "რენოს" ძრავაზე ადაპტირებული შარშანდელი მანქანა, ასე რომ, მისი კონკურენტუნარიანობა ეჭვს იწვევს, თუმცა "რენოს" წარმომადგენლებს არა ერთხელ უთქვამთ, რომ გასაკეთებელი ბევრი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული