ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

- ესპანეთის გრანპრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო - ნიკო როსბერგისა და ლუის ჰემილტონის შეჯახება პირველ წრეზე, რაც ორივე პილოტს გავარდნად დაუჯდა. ეს იყო მხოლოდ მესამე შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში, როცა სასტარტო ბილიკის პირველ ორ ადგილზე მყოფი პილოტები პირველივე წრიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.

წინა ორი შემთხვევა იყო: მარიო ანდრეტისა და ჯონ უოტსონის შეჯახება 1977 წელს, ბელგიის გრანპრიზე; აგრეთვე ალენ პროსტისა და აირტონ სენას ავარია 1990 წელს იაპონურ
ეტაპზე.

- პირველად, ავსტრალიის 2011 წლის გრანპრის შემდეგ, "მერსედესის" ორივე პილოტმა ვერ შეძლო ფინიშზე მისვლა. და პირველად ბოლო 62 რბოლის განმავლობაში (2012 წლის აშშ-ის გრანპრიდან), გერმანულმა გუნდმა ქულა ვერ მოიპოვა.

- ბარსელონაში შეწყდა "მერსედესის" მოგებათა სერია, რომელიც 10 რბოლას უტოლდებოდა. გერმანულს გუნდს ერთი ნაბიჯი დააკლდა "მაკლარენის" აბსოლუტურ რეკორდამდე (1988 წელი, ზედიზედ 11 მოგება).

- პირველად ბოლო 70 რბოლაში, ლუის ჰემილტონმა პირველ წრეზე დაასრულა ეტაპი - უკანასკნელად მან პირველ მოსახვევზე შორს წასვლა 2012 წელს, ბელგიაში ვერ შეძლო, როცა სტარტზე რომან გროსჟანმა მოაწყო ავარია.

- პირველად ბოლო 42 რბოლის განმავლობაში, ლუის ჰემილტონი გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე ქვემოთ ჩამოვიდა.

- მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია. მან ბარსელონაში რბოლა 18 წლის, 7 თვისა და 15 დღის ასაკში მოიგო.

- ფერსტაპენის წარმატების წყალობით, ჰოლანდია გახდა 22-ე ქვეყანა, რომლის პილოტებს ფორმულა 1-ში რბოლა აქვთ მოგებული.

- გარდა ამისა, მაქსი გახდა ესპანეთის გრანპრის მეათე გამარჯვებული ბოლო ათი წლის განმავლობაში და პირველი, ვინც რბოლა მოიგო სტარტზე მეოთხე პოზიციიდან.

- ფერსტაპენმა შეწყვიტა "რედ ბულის" 30-რბოლიანი მოუგებელი სერია.

- ესპანეთის გრანპრის ფინიშზე მაქს ფერსტაპენსა და კიმი რაიკონენს შორის სხვაობა 0.616 წამი იყო. ეს ყველაზე მცირე სხვაობაა გამარჯვებულსა და მეორე ადგილს შორის სინგაპურის 2010 წლის გრანპრის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონაში, მონაკოში და მსგავსი ტიპის ეტაპები არ უნდა იყოს ტურში, ისეთი ვიწრო ტრასებია გასწრება თითქმის შეუძლებელია და სანახაობას აფუჭებს!!!
musenbazi
23:53 17-05-2016
0
ვერ დაგეთანხმები,სამაგიეროდ პილოტის ოსტატობა გამოდის წინა პლანზე
papa
15:06 18-05-2016
0

სიახლეები პოპულარული