მატჩი მიხაელ შუმახერისთვის

AutoSharing Option
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში ჩატარდა მიხაელ შუმახერის საპატივცემულო საქველმოქმედო მატჩი. პილოტების გუნდი - Nazionale Piloti ეთამაშებოდა ვარსკვლავების ნაკრებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა დირკ ნოვიცკი.

პილოტების გუნდიდან, რომელსაც სებასტიან ფეტელი ხელმძღვანელობდა, მინდორზე გავიდნენ მიკა ჰაკინენი, დევიდ კულტჰარდი, ნიკო როსბერგი, ფელიპე მასა, ნიკო ჰიულკენბერგი, დანიელ რიკარდო, კარლოს საინსი, პასკალ ვერლაინი, ჯულიანო ალეზი, შარლ ლეკლერი და მიკ შუმახერი.

ნოვიცკის გუნდში ბევრი გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდა: ლუკას პოდოლსკი, სებასტიან კელი, მიროსლავ კლოზე, შტეფან რაინარტცი, საიმონ როლფესი...

მატჩი დირკ ნოვიცკის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
- 9:6. პილოტების გუნდში გოლები გაიტანეს ფეტელმა, ჰაკინენმა, ლეკლერმა და მიკ შუმახერმა, აგრეთვე ყოფილმა პროფესიონალმა ფეხბურთელებმა - კარლ-ჰაინც კიორბელმა და არნე ფრიდრიხმა.

თამაშიდან შემოსავალი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული