ავტომობილების კლასში გრძელდება "პეჟოს" წევრების დომინირება. მაღალმთიან ტრასებზე ფრანგული მანქანები კონკურენტებზე გაცილებით სწრაფები იყვნენ. ამის შედეგად, სტეფან პეტერანსელმა და სებასტიან ლოებმა ასეთ მოკლე მანძილზეც კი რამდენიმე წუთი მოუგეს კონკურენტებს "ტოიოტადან" და "მინიდან". ასე მაგალითად, ჟინიელ დე ვილიერსმა ამ დუეტთან სამნახევარი წუთი წააგო, ნანი რომამ - ხუთნახევარი.
თუმცა, თუ გენერალურ კლასიფიკაციას გადავხედავთ, ცხადია, რომ "პეჟოს" მოდუნების
თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რომას გარდა, "პეჟოს" სხვა კონკურენტები არ ჰყავს. მეხუთე ადგილზე მყოფი მიკო ჰირვონენის ("მინი") ჩამორჩენა 50 წუთამდე ავიდა, დე ვილიერსი კი უკვე საათზე მეტს აგებს.
* * *
მოტოციკლების კლასში მეშვიდე ეტაპზე ბადალი არ ჰყავდათ "ჰონდას" მრბოლელებს. ამერიკელმა დებიუტანტმა რიკი ბრაბეკმა, რომელმაც 31-ე პოზიციიდან აიღო სტარტი, საუკეთესო დრო აჩვენა. მეორე ადგილზე გავიდა მისი პორტუგალიელი პარტნიორი პაულუ გონკალვეში ორწუთიანი ჩამორჩენით. გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა სემ სანდერლენდმა, თავდაპირველად, გარკვეული დრო დაკარგა, როცა მარშრუტს 300 მეტრით ასცდა, მაგრამ ბრიტანელმა მთავარი ამოცანა შეასრულა და თითქმის ექვსი წუთი მოუგო მთავარ მდევარს - პაბლო კინტალიას.
ახლა, საერთო ჩათვლაში სანდერლენდსა და კინტალიას შორის თითქმის 18 წუთია.
ავტო. საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - 15:57.06
2. სებასტიან ლოები (პეჟო) - +1.57
3. ნანი რომა (ტოიოტა) - +11.07
4. სირილ დეპრე (პეჟო) - +14.01
5. მიკო ჰირვონენი (მინი) - +47.24
მოტო. საერთო ჩათვლა
1. სემ სანდერლენდი (KTM) - 17:28.53
2. პაბლო კინტალია (ჰუსკვარნა) - +17.45
3. ადრიენ ვან ბევერენი (იამაჰა) - +22.16
4. ხერარდ ფარეს გუელი (KTM) - +28.36
5. მატიას ვალკნერი (KTM) - +34.17
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"