მომავლის სარბოლო ავტომობილები

AutoSharing Option
ფოტო
სამხრეთ კალიფორნიის საავტომობილო დიზაინერულმა სტუდიებმა სცადეს ეწინასწარმეტყველებინათ, თუ როგორი იქნება სარბოლო ავტომობილები 2025 წელს. მათ მონაწილეობა მიიღეს მეხუთე ყოველწლიურ ავტოშოუში Design Challenge, რომელიც ლოს ანჯელესში იმართება.

ავტოშოუს მონაწილეები, Audi-ს, BMW-ის, GM-ის, Honda-ს, Mazda-ს, Mitsubishi-ს, Mercedes-Benz-ის, Toyota-ს და Volkswagen-ის წარმომადგენლების ჩათვლით, ღირსეული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ და თავიანთი ნიჭის და საავტომობილო დიზაინის სფეროში ახალი იდეების დემონსტრირება მოახდინეს.

ახალი ავტომობილები ინოვაციური ტექნოლოგიების მიხედვითაა შექმნილი, რომელიც სიჩქარის და სიმძლავრის გაზრდის, სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ეს სარბოლო ავტომობილები, რომელთაც შეუძლიათ ავტოწარმოებაზე ჩვეული
წარმოდგენები შეცვალონ, საწვავის შევსებისთვის შეჩერებას არ საჭიროებენ, ნებისმიერ შეჯახებისგან კი უსაფრთხოების სისტემა იცავთ.


მომზადებულია conceptogt.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული