FIA-ს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება

AutoSharing Option
21 აპრილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციის - FIA-ს პრეზიდენტი - ჟან ტოტი ეწვევა. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ბათუმსა და თბილისში, ვიზიტის ფარგლებში ჟან ტოტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

2-დღიანი ვიზიტის პირველ დღეს, 21 აპრილს სტუმარი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ბათუმს ეწვევა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად ბათუმში სარბოლო და ა კატეგორიის კარტინგის ტრასის პროექტებს გაეცნობა. 22 აპრილს ოფიციალური შეხვედრები თბილისში გაგრძელდება.

22 აპრილს დაგეგმილია 3D მოდელის რუსთავის საავტომობილო ტრასის პრეზენტაცია და გაფართოებული შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროში, სადაც მოლაპარაკებები გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილთან და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.

ვიზიტის დასარსულს შედგება საერთო პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში", სადაც 2-დღიანი შეხვედრების შედეგი შეჯამდება და საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ განცხადებები გაკეთდება.


msy.gov.ge






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ვთქვა ვერ ვხვდები რა საქმე უნდა ქონდეს ამ დაქცეულ ქვეყანაში , ჯერ F1 ჩვენება დაიწყონ და მერე დანარჩენი....

avtuko
18:09 20-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული