თავისუფალ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე კეისი სტოუნერი დომინირებდა, მაგრამ ამან ავსტრალიელს ცუდი სამსახური გაუწია - საერთო ჩათვლის მეორე ნომერი მოდუნდა, ამიტომაც პირველ მეტრებზე წინ გაუშვა მოქმედი ჩემპიონი და სეზონის ლიდერი ხორხე ლორენსო და ანდრეა დოვიციოზო. თუმცა ლორენსოს მალე ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, სტოუნერმა კი მოსახვევში ბრწყინვალე მანევრით გვერდი აუარა დოვიციოზოს და პელოტონს სათავეში ჩაუდგა.
შემდეგ სამ წრეზე დოვიციოზოს შევიწროება სცადა მარკო
მაგრამ მეათე წრეზე ლორენსოს იმედგაცრუება ელოდა: მცირე შეცდომამ ტრასაზე დაცემა და რბოლიდან გამოთიშვა გამოიწვია. პელოტონის შუაში კი თავისი ნიჭის წყალობით (და ბენ სპისის გავარდნით) მეშვიდე ადგილამდე ავიდა ვალენტინო როსი.
ერთი წრის შემდეგ კი სიმონჩელიც შეცდა, რის შემდეგაც სტოუნერის გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა. დოვიციოზო 10 წამით უკან იყო, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ბრიტანული უქმეების კიდევ ერთი გმირი კოლინ ედვარდსი, ვინც ტრავმის შემდეგ ძალიან სწრაფად იბრუნებს საჭირო კონდიციებს.
მთავარი ამ რბოლაში ის იყო, რომ შეიცვალა საერთო ჩათვლის ლიდერი - სტოუნერი ლორენსოს 18 ქულით დაშორდა.
ბრიტანეთის გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 47.53,459 (20 წრე); 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +15,159; 3. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +21,480; 4. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +26,984; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +35,569; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +1.04,526...
საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 116 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 98; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 83; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 68; 5. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 60...