ლოები ფინეთშიც მაგარია

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა მორიგი გამარჯვებით შეავსო თავისი მდიდარი კოლექცია: შაბათს ლეგენდარულმა ფრანგმა მოიგო ფინეთის კლასიკური რალი და პირად ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა.

სამი დღის განმავლობაში ლოები ლიდერობდა ამ პოპულარულ ეტაპს და მხოლოდ ერთხელ დაუთმო პირველი ადგილი "სიტროენში" თავის თანაგუნდელ სებასტიან ოჟიეს. გარდა ამისა, ლოებს ფინელი იარი-მატი ლატვალაც ებრძოდა, მაგრამ რალის ბოლო დღეს მსოფლიოს ჩემპიონმა კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.
როგორც ცნობილია, ფინეთის რალიში ყველაზე კარგად ადგილობრივი რალისტები გამოდიან, მაგრამ ამ გამარჯვებით ლოები გახდა პირველი არასკანდინავიელი პილოტი, ვინც მერედ გაიმარჯვა ფინურ
ეტაპზე.

ოჟიემ კი დისტანციის ბოლოს საბურავის დაზიანების გამო მეორე ადგილი დაუთმო ლატვალას, სულ კი პირველ ათეულში ოთხი ფინელი და სამი ნორვეგიელი პილოტი მოხვდა.

ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა მეცხრე ადგილი დაიკავა. მას უფრო მაღლა ასვლა შეეძლო, მაგრამ შაბათს, ერთ-ერთ სპეცმონაკვეთზე ტრასიდან გადავარდა და ამის გამო ბევრი დრო დაკარგა.

VIII ეტაპი. ფინეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 2:39.37,0; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +8,1; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +12,8; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +1.09,1; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +1.16,2; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +1.27,8; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +3.25,5; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +3.53,2; 9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +3.59,8; 10. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, "შკოდა") - +5.13,6...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 171 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 144; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 140; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 96; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 83; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 56; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 40; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 26; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 26; 10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 20...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული