ლოები: ორი წელი ისევ რალიში

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა ორი სეზონით გაახანგრძლივა კონტრაქტი "სიტროენთან". ამის შესახებ გუშინ ფრანგული გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ფრედერიკა ბანზემ გამოაცხადა.

როგორც წამყვანი ფრანგული გაზეთი "ეკიპი" წერს, ახალი ხელშეკრულების გაფორმება დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა, რადგან ლეგენდარულ ავტომრბოლს კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი ჰქონდა: "ფოლკსვაგენში" გადასვლა, რომელიც 2013 წელს ბრუნდება რალიში, სხვა სარბოლო სერიაში ძალების მოსინჯვა ან დიდი სპორტიდან წასვლა.

ახალი კონტრაქტის გაფორმება ლოებისთვის კარგი სტიმული იქნება გერმანიაში, სადაც უახლოეს უქმეებზე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება. ეს არის პირველი ეტაპი წელს, რომელიც
ასფალტის ტრასაზე ჩატარდება. ბოლო წლებში აქ მუდმივად ლოები იმარჯვება, ასე რომ, მის კონკურენტებს წარმატების არც ისე დიდი შანსი აქვთ.

გერმანიის რალი
შტაბი - ტრირი
საფარი - ასფალტი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 19
შარშანდელი გამარჯვებული - სებასტიან ლოები

საერთო ჩათვლა
1. ლოები (სიტროენი) - 171 ქულა
2. ჰირვონენი (ფორდი) - 144
3. ოჟიე (სიტროენი) - 140
4. ლატვალა (ფორდი) - 96
5. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 83
6. ოსტბერგი (ფორდი) - 56

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული