ავსტრალიელის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც შაბათს პოული მოიგო, ხოლო მეორე დღეს სტარტზე წინ არავინ გაუშვა.
რბოლის დასაწყისში მთავარი ბრძოლა კეისის უკან მიმდინარეობდა. მეოთხედან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა დანი პედროსამ, ლორენსო კი პირიქით - მეორედან მეოთხემდე ჩამოქვეით
საწყისი წრეების შემდეგ პირველი სამეული ასე გამოიყურებოდა - სტოუნერი, პედროსა და ანდრეა დოვიციოზო. კეისი თანდათან დაშორდა პედროსასა და დოვიციოზოს დუეტს. ეს უკანასკნელი მესამე ადგილით არ დაკმაყოფილდა და ლამაზად ჩამოიტოვა უკან პედროსა. სტოუნერმა იმ მომენტისთვის ვერ მოასწრო კომფორტული უპირატესობის მოპოვება და დოვიციოზომ თანდათან შეამცირა ჩამორჩენა. სწორედ ამ დროს მეხის გავარდნასავით იყო რბოლის სტიუარდების განცხადება იმის შესახებ, რომ დოვიციოზოს სტარტზე ფალსტარტი ჰქონდა, ამიტომაც იტალიელი პიტ-ლეინზე შესვლით დაისაჯა.
ამის შემდეგ ისე ჩანდა, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლაში ინტრიგა აღარ არსებობდა, მაგრამ მაყურებელს კეისი სტოუნერიმ სიუპრიზი შესათავაზა . ავსტრალიელმა დამუხრუჭებისას შეცდომა დაუშვა და ტრასის მიღმა გადავიდა. ეს უზუსტობა მას რამდენიმე პოზიციის დაკარგვად დაუჯდა.
დოვიციოზოს ჯარიმისა და სტოუნერის შეცდომის შემდეგ პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: პედროსა, ლორენსო, ალვარო ბაუტისტა, ნიკი ჰეიდენი და სტოუნერი. მოქმედი ჩემპიონისთვის ხორხე ლორენსოსთვის სამწუხაროდ, მისი მოტოციკლი იმდენად სწრაფი არ იყო, რომ პედროსას წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ებრძოლა. ამიტომაც, ასეთ სიტუაციაში მთავარი ინტერესი შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდა თუ არა კეისი პოზიციის გაუმჯობესებას.
სტოუნერმა თანდათან შეამცირა ჰეიდენთან ჩამორჩენა და ამერიკელს მეოთხე ადგილისთვის შეუტია. ნიკი მაქსიმალურად ცდილობდა "ჰონდას" პილოტის შეტევების მოგერიებას, მაგრამ "დუკატი" უფრო ნელი იყო და კეისიმ ჰეიდენი უკან ჩამოიტოვა, მომდევნო წრეზე კი ბაუტისტას დაეწია და მასაც გაუსწრო, რამაც ჩემპიონატის ლიდერს მესამე ადგილი მოუტანა.
ამ მომენტისთვის ლიდერთა შორის ასეთი მდგომარეობა იყო: პედროსა თითქმის ორ წამს უგებდა ლორენსოს, რომელიც, თავის მხრივ 10 წამით უსწრებდა სტოუნერს. რბოლის ბოლომდე ვერც ერთმა პილოტმა ვერ შეძლო შეტევისთვის საჭირო მანძილზე კონკურენტთან მიახლოება.
ასე რომ, ლორენსომ ოდნავ შეამცირა სხვაობა სტოუნერთან საერთო ჩათვლაში, მაგრამ ბოლომდე ვერ იხეირა ავსტრალიელის შეცდომით.
იაპონიის გრან-პრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 42:47.481; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +7.299; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +18.380; 4. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +23.550; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +23.691; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +37.604; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +39.167; 8. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +45.023...
საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 300 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 260; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 196; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 195; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 156; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 139; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 123...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"