რვაგზის ლოები

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანგი რალისტი სებასტიან ლოები მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი გახდა.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გენერალურ კლასიფიკაციაში ფრანგის ერთადერთი კონკურენტი, ფინელი მიკო ჰირვონენი ბრიტანეთის რალის დისტანციას ჩამოშორდა.

ჰირვონენი ლიდერობდა საერთო ჩათვლაში მეშვიდე სპეცმონაკვეთის წინ, მაგრამ მექანიკური პრობლემების გამო ძალიან ბევრი დრო დაკარგა და მე-13 ადგილამდე ჩამოქვეითდა. საბოლოოდ, ფინელმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო, რითაც ლოები ავტომატურად გახდა მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი.

"საკმაოდ უცნაური შეგრძნება მაქვს, რადგან ჩემპიონი გავხდი, რბოლა კი გრძელდება, - განაცხადა შაბათს ლოებმა. - მაგრამ გავაგრძელებ გამოსვლას მაყურებლებისთვის, რადგან
აქ ბევრი მხარდამჭერი მყავს. მთელი სეზონის განმავლობაში მჯეროდა, რომ შევძლებდი ტიტულის მოპოვებას".

მერვე ტიტულის მოპოვებით ლოებმა კიდევ ერთხელ გადაწერა ისტორია. ამდენჯერ ამ სარბოლო სერიაში არავის გაუმარჯვია. უფრო მეტიც, ტიტულების რაოდენობით ფრანგის უახლოეს მდევრებს - ფინელებს იუჰა კანკუნენსა და ტომი მიაკინენს ოთხ-ოთხი გამარჯვება აქვთ კარიერაში.

გაისად ლოებს შეეძლება საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება. წლის დასაწყისში სებასტიანი აცხადებდა, რომ 2011 წლის სეზონი ბოლო იქნებოდა მის კარიერაში, მაგრამ ზაფხულში ფრანგმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ისევ გაახარებს თავის გულშემატკივრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული