"სუძუკი" რბოლებს ჩამოშორდა

AutoSharing Option
იაპონურმა მოტოსაჯინიბომ "სუძუკიმ" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა, რომ 2012 წელს მონაწილეობას არ მიიღებს მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატში.

"სუძუკი" მიმდინარე სეზონის მსვლელობისას არ იყო დაკავებული ახალი მოტოციკლის შექმნით, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება სიურპრიზი არ ყოფილა.

იაპონელების ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ეკონომიკური სირთულეები, აგრეთვე მუდმივი ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც იაპონიამ გადაიტანა.

მიუხედავად ამისა, "სუძუკი" მთლიანად არ შეწყვეტს თავის სარბოლო პროგრამას და იმედი აქვს, რომ მოტოგრანპრიში 2014 წელს კონკურენტუნარიანი მოტოციკლით დაბრუნდება.

მოტოგრანპრის ეტაპებზე ამ გუნდის ბოლო გამარჯვება 2007 წლით თარიღდება, უკანასკნელად კი "სუძუკის" მოტოციკლით ჩემპიონი კენი
რობერტს-უმცროსი გახდა. ეს შორეულ 2000 წელს მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული