მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ასევე მან არ გამორიცხა მოტოგრანპრიში კარიერის დასრულების შემდეგ DTM-ის სარბოლო სერიაში გამოსვლა.
"სცენარი ისეთია, რომ სეზონის მსვლელობისას სულ უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები, რადგან თითქმის ყველა პილოტს უმთავრდება კონრაქტი, ასე რომ, სიტუაცია ძალიან აირევა. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ამ მომენტისთვის არაფრის თქმა არ შემიძლია მოტოგრანპრიში ჩემს მომავალ კარიერაზე. მინდა "დუკატისთან" ერთად რაიმე მოვიგო და შემდეგ გავჩერდები. შესაძლოა, ეს ყველაფერი მომავალი
ვფიქრობ, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სეზონის მსვლელობისას დაიწყება, რადგან ყველას გვინდა ვიცოდეთ, რას გავაკეთებთ 2013 წელს. არ მინდა ჩემი კონტრაქტის დეტალებზე ბოლო მომენტში ვიფიქრო, რადგან შეიძლება ამ შემთხვევაში კონცენტრაცია დაიკარგოს და ამან ხელი შემიშალოს ტიტულისთვის ბრძოლაში. ასე რომ, მომავალი ნაადრევად უნდა დაგეგმო.
მე ავტომობილების დიდი ფანი ვარ და ავტორბოლებში გამოსვლის გამოცდილებაც მაქვს - 2006 წელს "მერსედესის" მანქანით მივიღე მონაწილეობა DTM-ის სერიაში. ეს არის ფანტატისკური მანქანა, რომლის საჭესთანაც კი ოდესმე ვმჯდარვარ. ასე რომ, სიამოვნებით ვცდიდი ძალებს DTM-ში. მაგრამ ეს მხოლოდ მოტოგრანპრიში კარიერის დასრულების შემდეგ მოხდება", - ამბობს როსი Autosport-თვის მიცემულ ინტერვიუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"