ყველაფერი გარკვეულია

AutoSharing Option
დაკარის ბოლოსწინა დღეს მონაწილეებს 375 კილომეტრი უნდა დაეფარათ, საიდანაც 275 კილომეტრი სპეცმონაკვეთზე მოდიოდა. ფაქტობრივად, ეს იყო საერთო ჩათვლაში რაღაცის შეცვლის ბოლო შანსი, რადგან ფინალური ეტაპი მხოლოდ 29 კილომეტრია და იქ რაიმე ცვლილების შესაძლებლობა გამორიცხულია.

სტეფან პეტერანსელს ერთი ნაბიჯი აკლია დაკარზე მეათე გამარჯვებამდე. ფრანგმა დამაჯერებლად მოიგო მე-13 ეტაპი (8.5 წუთი უპირატესობით ჟინიელ დე ვილიერსზე) და უზუნველყო გენერალურ კლასიფიკაციაში ხოან რომაზე 43-წუთიანი უპირატესობა. თავის მხრივ, რომასაც, ალბათ, ვერავინ წაართმევს მეორე პოზიციას.

ამასობაში, რობი გორდონმა გენერალურ კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილი დაკ
არგა: მისმა აგრესიულმა ტაქტიკამ არ გაამართლა და ამერიკელს რუსმა ლეონიდ ნოვიცკიმ გაუსწრო.

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 38.28,51; 2. ხოან რომა (Mini) - +42,57; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +1.15,09; 4. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +2.12,56; 5. რობი გორდონი (Hummer) - +2.20,05; 6. ლუსიო ალვარესი (Toyota) - +4.07,03...

* * *
მოტოგრანპრის კლასში პრაქტიკულად ყველაფერი გაირკვა ფინიშამდე ერთი ეტაპით ადრე. ამაში დამნაშავე მარკ კომა გახლავთ. ესპანელმა ნავიგაციური შეცდომა დაუშვა, სხვაგან გაუხვია და ამის გამო 10 წუთი დაკარგა, რითაც იოლი ცხოვრება გაუნაღდა სირილ დეპრეს. გარდა ამისა, ძრავის მეორედ შეცვლისთვის კომამ 45-წუთიანი ჯარიმა მიიღო. ასე რომ, კომასა და დეპრეს მრავალწლიან დაპირისპირებაში ანგარიში გახდა 4:3 ფრანგის სასარგებლოდ (სწორედ ამდენი ტიტული აქვთ მოპოვებული ამ შესანიშნავ მრბოლელებს).

საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (KTM) - 43.01,54; 2. მარკ კომა (KTM) - +56,03; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +1.11,27; 4. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.41,12; 5. სტეფან სვიტკო (KTM) - +1.49,36; 6. ულევალსეტერი (KTM) - +2.15,47...

* * *
სატვირთო მანქანების კლასში ბოლოსწინა ეტაპი ანდრეი კარგინოვის კამაზ-მა მოიგო, რისი წყალობითაც რუსი საერთო ჩათვლის მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. პირველი სამეული გერარდ დე როოის მეთაურობით კი უკვე საკმაო ხანია ჩამოყალიბებულია. ჰოლანდიელმა გააგრძელა მამის საქმე, რომელმაც დაკარი 25 წლის წინ მოიგო.

საერთო ჩათვლა

1. გერარდ დე როოი (Iveco) - 44.49,45; 2. ჰანს სტეისი (Iveco) - +53,16; 3. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +1.48,25; 4. ანდრეი კარგინოვი (კამაზი) - +5.02,20; 5. ილგიზარ მარდეევი (კამაზი) - +5.04,04; 6. მიკი ბიაზონი (Iveco) - +6.34,51...

* * *
კვადროციკლების კლასში განუყრელმა ძმებმა პატრონელებმა ისევ დაახლოებით ერთნაირი დროით დაასრულეს ეტაპი - მათ რვა წუთზე მეტი წააგეს ტომას მაფეისთან.

ალეხანდრო პატრონელი უკვე ემზადება ზედიზედ მეორე ტიტულის საზეიმოდ, იმ დროს, როცა მარკოსს მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

საერთო ჩათვლა

1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 52.30,49; 2. მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.19,48; 33. ტომას მაფეი (Yamaha) - +2.15,39; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +6.06,24; 5. სერხიო დე ფუენტე (Yamaha) - +8.19,35; 6. რობერტო ტონეტი (Yamaha) - +12.39,41.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული