ამერიკაში საავტომობილო სეზონი გაიხსნა

AutoSharing Option
ამერიკაში საავტომობილო სეზონი დაიტონას ლეგენდარული 24-საათიანი რბოლით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკული სარბოლო სერიების საუკეთესო წარმომადგენლებმა. რბოლა "ფორდის" ტრიუმფით აღინიშნა. პოდიუმზე ავიდა სამი ეკიპაჟი, რომელთა მანქანები სწორედ "ფორდის" ძრავებით იყო აღჭურვილი.

გამარჯვება "მაიკლ შენკს რეისინგის" გუნდმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ - ეი ჯეი ალმენდინგერი, ოზ ნეგრი, ჯონ პიუ და ჯასტინ უილსონი. გუნდის მფლობელისთვის - მაიკლ შენკისთვის ეს პირველი მოგებაა დაიტონაზე, რომელსაც მან მე-12 ცდაზე მიაღწია.

რბოლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ეი ჯეი ალმენდინგერი გახდა, რომელმაც ამასწინ ცნობილ საჯინიბოსთან - "პენსკესთან" გააფორმა
კონტრაქტი და წელს ნასკარის სერიაში გამოვა. 30 წლის ამერიკელი ბოლო სამი საათი თავად იჯდა საჭესთან და შეძლო შოტლანდიელი ლიდერის რაიან დალზილის გასწრება, გარდა ამისა, მოიგერია მეორე შოტლანდიელის, სახელგანთქმული ალან მაკნიშის ხისტი იერიშები და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა.

რბოლა ჩააგდო ფავორიტმა საჯინიბომ - "ჩიპ გენასი რეისინგმა", რომელმაც ამჯერადაც შეკრიბა ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ ჯეიმი მაკმიურეიმ, ხუან-პაბლო მონტოიამ, სკოტ დიქსონმა და დარიო ფრანკიტიმ ვერ შეძლეს მომავალ გამარჯვებულებთან გამკლავება. ამის მიზეზი, ძირითადად, ტექნიკური პრობლემები იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული