სააკაშვილმა ავტოდრომზე შეკრებილებს ობიექტის განახლება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტ შოთა აფხაზავას, რომელმაც რუსთავის ავტოდრომის რეკონსტრუქცია განახორციელა. მისი განცხადებით, პირვანდელთან შედარებით, ეს არის არა აღდგენილი, არამედ ახალი ავტოდრომი, რაშიც შოთა აფხაზავამ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
პრეზიდენტმა ასევე მიმართა ღონისძიებაზე მყოფ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, რომ მასზე ბევრად უკეთესი მბრბოლელები მოამზადოს საქართველოში, რომლებიც საერთაშორისო არენებზე გავლენ.
ახალი ავტოდრომი სრულად შეესაბამება
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე პირველად იმართება.
შეჯიბრში Legends, Formula alfa, Touring - 1500 და GT კლასის სპორტული ავტომობილები მონაწილეობს. საქართველოს ჩემპიონატი რვა ეტაპისგან შედგება, ფინალი კი ნოემბერში გაიმართება.
interpressnews.ge