ჟერალდო პიკე სიკვდილს გადაურჩა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ნელსონ პიკეს უფროსი ვაჟი - 34 წლის ჟერალდო პიკე ბრაზილიური სერიის Formula Truck-ის ეტაპის დროს სერიოზულ ავარიაში მოყვა.

მან დამუხრუჭება დააგვიანა, მეტოქის მანქანას შეეჯახა, საწვავის ავზი დააზიანა და ჰაერში გადატრიალდა.

საბედნიეროდ, ბრაზილიელმა ტრავმები თავიდან აიცილა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, ახალი მანქანის პოვნაა საჭირო სერიაში ასპარეზობის გასაგრძელებლად.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება მოვახერხე - დარწმუნებული ვიყავი, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. ჯერჯერობით არ ვიცი, შევძლებ თუ არა შემდეგ რბოლაში მონაწილეობას, რადგან ამისთვის ახალი მანქანა
მჭირდება",
- განაცხადა ინციდენტის შემდეგ ჟერალდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული