ტრაგედია იტალიის ქალაქ ტარგა ფლორიოში ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის დროს მოხდა.
რობერტსი შტურმანის როლს ასრულებდა "პეჟოს" მანქანაში, რომელსაც კრეიგ ბრინი მართავდა. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და მარჯვენა მხრიდან დიდი სიჩქარით შეეჯახა გზის დამცავ ბარიერს.
სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ უსაფრთხოების რელსმა მანქანის კორპუსი გახვრიტა და შტურმანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მძღოლი აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა.
"ეს ძალიან სამწუხარო უბედური შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ავტოსპორტი ძალიან სახიფათოა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ავარია თითქმის იდენტური იყო იმ კატასტროფისა, რომელშიც სერიოზული ტრავმა მიიღო ფორმულა 1-ის პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მეტად გაუმართლა და ცოცხალი დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"