მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩემპიონის ტრაგედია

AutoSharing Option
გერმანიის ზახსენრინგზე მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომელიც კეისი სტოუნერის პოულით დაიწყო და მისივე სავალალო შეცდომით დასრულდა.

დანი პედროსამ, რომელმაც კვალიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა, დამაჯერებელი სტარტი აიღო და შეავიწროვა სტოუნერი და ბენ სპისი.

ასევე კარგი იყო პირველ მეტრებზე ანდრეა დოვიციოზო, რომელმაც სამი პოზიცია მოიგო, რის შემდეგაც პილოტებმა წინ ასეთი მიმდევრობით გააგრძელეს რბოლა: პედროსა, სტოუნერი, სპისი, ლორენსო, დოვიციოზო, კრატჩლოუ, ბრადლი, ჰეიდენი, როსი...

მეორე წრეზე სტოუნერმა დაიბრუნა ლიდერობა. რამდენიმე წრის შემდეგ ხორხე ლორენსომ თავის თანაგუნდელს გაუსწრო და მესამე პოზიციაზე გადავიდა.

უფრო
მეტის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან "ჰონდას" წევრებმა - სტოუნერმა და პედროსამ ძალიან გაზარდეს უპირატესობა კონკურენტებზე, სპისმა კი კიდევ ორი პოზიცია დაკარგა და მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.

ამის შემდეგ დიდი ხანი ტრასაზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. პედროსა აქტიურად უტევდა სტოუნერს და ფინიშამდე 12 წრით ადრე დანიმ შეძლო წარმატებული მანევრის შესრულება და წინ გასვლა.

ბოლო წრეზე კი დისტანციაზე ნამდვილი დრამა გათამაშდა: სტოუნერმა პედროსას გასწრება სცადა, მაგრამ ტრაექტორია ვერ გათვალა და ტრასიდან გადავარდა. პედროსა პირველი მივიდა ფინიშთან, მეორე იყო ლორენსო, მესამე ადგილი პოდიუმზე დოვიციოზოს ერგო.

გერმანიის გრანპრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 30 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +14,996; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +20,669; 4. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +20,740; 5. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +27,893; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +28,050; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +28,246; 8. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - +28,447; 9. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +29,053; 10. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +29,226...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 160 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 146; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 140; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 92; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - 85; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 71; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 67; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 65; 9. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 62; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 61.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული