როსი კვირას დაბრუნდება

AutoSharing Option

მოტორბოლაში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ კიდევ უფრო გადმოწია ტრასაზე დაბრუნების თარიღი. როგორც იცით, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხის მოტეხილობის გამო ამ სეზონის ოთხი გრან-პრი გამოტოვა, მაგრამ ორი დღის წინ, ჩეხურ ბრნოში ვარჯიშისას 46 წრის გავლა შეძლო.
ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, როსი ოქტომბრამდე ვერ შეძლებდა რბოლებში მონაწილეობას. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ფეხის ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსი სწრაფად მიმდინარეობდა და ვალენტინო აგვისტოში, ჩეხეთის გრან-პრიზე მოახერხებდა გასვლას, ახლა კი ირკვევა, რომ "იამაჰას" პილოტს უახლოეს უიქ ენდზე გერმანიის გრან-პრიში მონაწილეობის შანსი აქვს.
"იამაჰამ" უკვე მოამზადა მოტოციკლი

ვალენტინოსთვის, თუმცა მოტომრბოლმა დღეს გრან-პრის ექიმისგან უნდა აიღოს ტრასაზე გასვლის ნებართვა.

"ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. რვა წრის შემდეგ მხარი და მუხლი ისევ მტკიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განვიცადე, - განაცხადა გახარებულმა როსიმ. - დაველოდოთ ბოლო სამედიცინო შემოწმებას. თუ გადავწყვეტ დაბრუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე მზად ვარ ტრასაზე გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სრული სიგიჟე იქნებოდა. ძალიან მომბეზრდა უსაქმოდ ყოფნა. ორი რბოლა დამჭირდებ იმისთვის, რომ ისევ დავანახო ყველას ჩემი კონკურენტუნარიანობა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული